პატარა ისტორია იმისა თუ საიდან დაიწყო კომპიუტერების ერა!

კომპიუტერების ჩამოყალიბების თეორიის საუკუნედ ითვლება მე-18 საუკუნე! რატომ ასე ადრეულ ხანებში?? და თან რა უნდოდა მაშინ კომპიუტერებს?? ნუ დაგავიწყდებათ, რომ კომპიუტერი მხოლოდ და მხოლოდ მანქანაა, რომელიც მათემატიკურ ამოცანებს ხსნის! ტყუილა არ ეძახოდნენ მას ყოფილ საბჭოთა კავშირში: ”ელექტრო გამომთვლელი მოწყობილება”! ამ უხეში და უსახური სახელის უკან იმალება მთელი არსი კომპიუტერის დანიშნულები და მისი შესაძლებლობისა!

Xerox

ქსეროქსი (Xerox Corporation) ამერიკული კორპორაცია, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ასლგადამღები აპარატურის მწარმოებელი. კომპანია დაარსდა 1906 წელს ქალაქ როჩესტერში, სახელწოდებით Haloid. თავდაპირველად კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა ფოტოქაღალდის წარმოება. 1938 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ ნიუ-იორკში, ჩესტერ კარლსონის მიერ იქნა მიღებული პირველი ქსეროგრაფიული გამოსახულება, თუმცა თავდაპირველად ახალმა გამოგონებამ ვერავითარი პრაქტიკული გამოყენება ვერ ჰპოვა. 1944 წელს გამომგონებელს დაუკავშირდნენ ამერიკული კომპანია [...]

ლინუქსი

ტუქსი (Tux) – ლინუქსის სიმბოლო ლინუქსი (Linux) წარმოადგენს მრავალფუნქციონალურ მძლავრ უფასო ოპერაციულ სისტემას, რომელიც იუნიქსის (UNIX) მაგვარი ოპერაციული სისტემების ერთ-ერთ ნაირსახეობაა. ოპერაციული სისტემა UNIX შეიქმნა სამოციან წლებში, კომპანია ბელ ლაბსის (Bell Labs) (ამჟამად AT&T Bell Laboratories) მიერ. UNIX-ის შექმნისას გათვალისწინებული იქნა მისი მულტიპლატფორუმულ ოპერაციულ სისტემად ჩამოყალიბება, ანუ უნდა ყოფილიყო შესაძლებელი მისი სხვადასხვა არქიტექტურის მანქანებზე უპრობლემოდ [...]

IBM

აი-ბი-ემი (IBM) კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია მსოფლიოში. დაარსდა 1911 წელს. ამჟამად შტაბ–ბინა განლაგებულია ქალაქ არმონკში (ნიუ-იორკის შტატი). კომპანიის თანამშრომლები ატარებენ ცისფერ უნიფორმას, რის გამოც კომპანიას ხშირად “ცისფერ გიგანტს” უწოდებენ.

ჰიულეტ-პაკარდი

ჰიულეტ-პაკარდი (Hewlett-Packard) ამერიკული კორპორაცია, საოფისე და სამედიცინო აპარატურის მწარმოებელი ლიდერი მსოფლიო ბაზარზე. კომპანია დაარსდა 1939 წელს ქალაქ პალო-ალტოში, ბილ ჰიულეტისა და დევიდ პაკარდის მიერ, მათ მიერ ნაქირავებ ავტოფარეხში. კომპანიის პირველ პროდუქტს წარმოადგენდა აუდიოსისტემების სატესტირებელი ხმოვანი გენერატორი Model 200A, რომელიც შეისყიდა უოლტ დისნეის სტუდიამ.

კომპანია დაარსდა 1996 წელს, როდესაც ”ჯეოსელი” გახდა პირველი GSM ოპერატორი საქართველოში (900 mhz სიხშირეზე). პირველი ზარი კომპანიამ 1997 წლის 15 მარტს განახორციელა. კომპანიის დამფუძნებელები იყვნენ თურქული და ქართული მხარეები. ქართული მხარე საკონტროლო პაკეტის მფლობელი იყო. 2001 წლის 27 მარტს ”ჯეოსელისა” და საქართველოში მესამე GSM ოპერატორის GT მობილურის შერწყმის შედეგად, ჯეოსელი GT მობილურის სრულუფლებიანი მფლობელი გახდა [...]

ტიპი: საზოგადო/სააქციო დევიზი: იფიქრე სხვანაირად დაფუძნდა: 1 აპრილი, 1976 მდებარეობა: კალიფორნია წამყვანი: სტივ ჯობსი

Follow

Get every new post delivered to your Inbox.