IE7 გადამოწმებულ საიტებს მწვანე შუქს უნთებს

Internet Explorer 7-ს ახალი ტიპის უსაფრთხოების სერთიფიკატების მხარდაჭერა ექნება ცნობილი გახდა, რომ Internet Explorer 7-ს ექნება ახალი ტიპის უსაფრთხოების სერთიფიკატების – Extended Validation Secure Sockets Layer (EV SSL) მხარდაჭერა. თუ საიტი, რომელზეც მომხმარებელი გადაწყვეტს შესვლას, ავთენტურობის დასადასტურებლად EV SSL ტიპის სერთიფიკატს გამოიყენებს, პროგრამის მისამართის ველი გამწვანდება. ამასთან ერთად, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია სერთიფიკატის მფლობელი ორგანიზაციისა [...]

  გამოვიდა განახლება ვიდეორედაქტორი Adobe Premiere Pro CS3 3.0.1-სათვის. პროგრამის ახალი ვერსია ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს იქნა გამოშვებული. ეს პირველი განახლება მოიცავს გამოსწორებულ მნიშვნელოვან შეცდომებს რომლებიც ფაილების კოდირება-დეკოდირებას ეხება, კომპრესში H.264. განახლება რეკომენდირებულია ამ პროგრამის ყველა მომხმარებლისათვის რომელსაც ასეთ ფაილებთან მუშაობა უწევს. მისი ზომაა 13 მბ. .:: ჩამოქაჩე განახლება ::.

  განახლდა ყველასათვი ცნობილი ბროუზერი ”ოპერა”, ეს არის ერთერთი ყველაზე სწრაი ბროუზერი. პროგრამა მის სახელსაც ამართლებს მისი ერტერთი ფუნქციიდან გამომდინარე, საუბარია ”Voice”-ზე, ვერ ვიტყვი რომ პროგრამა არიებს გიმღერებთ, უბრალოდ ამ ფუნქციის საშუალებით პროგრამას ტექსტის ხმამაღლა წაკითხვა შეუძლია. ბროუზერს სხვა კიდევ ბევრი საინტერესო ფუნქცია გააჩნია. ახალ ვერსია 9.23-ში გამოსწორებულია რამდენიმე შეცდომა, ასევე პრობლემები. გაზრდილია მისი უსაფრთხოების [...]

  გამოვიდა WinZip არქივატორის ახალი დამატება, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ ბრძანებების ხაზთან. დამატება უფასოდ ვრცელდება WinZip Pro-ს ყველა მომხმარებლისათვის. WinZip Command Line Support Add-On 2.2-ის ბოლო ვერსიას გააჩნია WinZip 11.1 Pro-ს ყველა შესაძლებლობის მხარდაჭერა. ვრცლად პროგრამის ვებგვერდზე http://www.winzip.com/downcl.html

UniDream Technologies-სმა წარმოადგინა პროგრამის ახალი ვერსია PhotoWatermark Professional 7. პროგრამა გაძლევთ საშუალებას დაიცვათ სურათი უკანონო კოპირებისაგან. კერძოდ, მისი საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ დამცავი ნიშანი და მიამაგროთ სურათს. ბოლო ვერსიაში ახალ ვერსიაში ინტეგრირებულია Vista-ს მხარდაჭერა და ახალი ეფექტები. მწარმოებელი: UniDream Technologies გავრცელება: ლიმიტირებული ოპერაციული სისტემა: Windows-ის ყველა ვერსია ზომა: 1,19 მბ. .:: ჩამოქაჩე ::.

Webroot Software-ს განახლებული უტილიტა Spy Sweeper 5.5.1. პროგრამა დაგეხმარებათ გაწმინდოთ თქვენი კომპიუტერი ყოველგვარი ნაგვისაგან (სარეკლამო და შპიონური მოდულები, კეილოგერები, ტროიანები და ა.შ.). პროგრამას შეუძლია წაშალოს არამარტო სხვა პროგრამა არამედ მის მიერ კომპიუტერში დატოვებული ფაილებიც. პროგრამაში დამატებულია ბევრი საჭირო მოდული და განახლებულია ინტერფეისი. მწარმოებელი: Webroot Software გავრცელება: ლიმიტირებული ოპერაციული სისტემა: Windows-ის ყველა ვერსია ზომა 12,9 მბ [...]

Windows Vista: The Official Magazine

  მეხუთე ნომრის Windows Vista: The Official Magazine-ს ყდაზე წელს მკითხველებმა დაინახეს არა ბილ გეიტსი, არა სტივ ბალმერი და არც WS Vista-ს ყუთი, არამედ ბრიტანელი მოდელი კარინა ადებიბე, ლარა კროფტის <<მაგარ>> ფორმაში. ოფიციალურ საიტზე დევს ვიდეო ინტერვიუ ამის შესახებ. ასეთი ყდა არ ყოფილა შემთხვევით არჩეული.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.